ერგეს სკოლა საერთაშორისო პროექტში ''განათლება დემოკრატიისათვის და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის'' ჩაერთო
19-05-2017
ერგეს სკოლა საერთაშორისო პროექტში ''განათლება დემოკრატიისათვის და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის'' ჩაერთო (დირექტორი ნუგზარ ზოსიძე). 

პროექტის ფარგლებში სკოლაში სტუმარად იმყოფებოდნენ ბაქოს სკოლა-ლიცეუმ ''კასპისა'' და ბათუმის შპს ''განათლების'' ადმინისტრაცია, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები. 

''პროექტის მიზანია მოსწავლეების დამეგობრება, უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყნების ისტორიის გაცნობა, ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება'' - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნუგზარ ზოსიძემ.

პროექტის ფარგლებში ერგეს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ  გაცვლით პროგრამებში აზერბაიჯანისა და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებთან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...