გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
31-10-2019
გორის N7 საჯარო სკოლის თერთმეტ მეათეკლასელს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეებმა კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, დასაჩუქრებული მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან.
გორის N7 საჯარო სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს.