
აბაშის მუნიციპალიტეტის კვათანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.
დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთთან კეთილგანწყობას გამოხატავდნენ. დამარცხებულმა გუნდმა მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.
სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და საქალაქო ტურნირზე წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები