
აბაშის მუნიციპალიტეტის მაიდნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
„პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს დაწყებითი კლასის მასწავლებელ ნინო მიქაძეს, მათემატიკის მასწავლებელ ირმა ჩორგოლაშვილ-ჯანგველაძესა და ბიოლოგიის მასწავლებელ რუსუდან შუბლაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ვუსურვებთ რომ, მალე მენტორები გამხდარიყვნენ“, - ნათქვამია მაიდნის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.