თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შოკოლადის მუზეუმი დაათვალიერეს
31-10-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის I  კლასის მოსწავლეებმა, ლალი თეთრაძის  ხელმძღვანელობით, მოაწყეს გასვლითი გაკვეთილი და საუკეთესო საინფორმაციო - გასართობი ხასიათის  ექსკურსია შოკოლადის მუზეუმში (კაფე-  chocolate-museum / შოკოლადი-მუზეუმი).

მუზეუმი 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. კაფეს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა მუზეუმის სტატუსი  N 311 მუზეუმი.

ვიზიტის დროს დამფუძნებელმა პატარებს  გააცნო შოკოლადის შექმნის და წარმოების ისტორია. მოსწავლეებმა  გაიგეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს  მას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.  

მოსწავლეებმა, პარალელურად, დიდ ეკრანზე ნახეს  დოკუმენტური ფილმი  შოკოლადის წარმოშობის ისტორიის შესახებ. 

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

მოსწავლეებმა ასევე  დაათვალიერეს   იშვიათი კოლექციები ხელნაკეთი მინიატურული მანქანებისა და სასმელებისა. დასასრულს კი, ბავშვებმა დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შავი  შოკოლადი  და  მუზეუმის წარმომადგენლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203