
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ქეთო უგრეხელიძემ V კლასში თემაზე - „ჩემი ოჯახი“ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი, ასევე დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
სკოლა წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს მასწავლებელს პროფესიულ საქმიანობაში.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა,რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.
იხილეთ ფოტოები