შავშვების საჯარო სკოლის მოლაშქრეთა კლუბის წევრები უფლისციხეში იმყოფებოდნენ
31-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლის მოლაშქრეთა კლუბი „მაძიებლები“ ლაშქრობას აგრძელებს. კლუბი სალაშქროდ უფლისციხეში იმყოფებოდა.   

უფლისციხე არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს.  დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.

საქართველოს ტერიტორიაზე სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯი. ამათგან ყველაზე ძველია უფლისციხე. აქ იყო თამარის დარბაზიც, რომელიც მეფის  საპატივსაცემოდ დაურქმევიათ.

მოლაშქრეთა კლუბის წევრებმა დაათვალიერა ქალაქის ქუჩები, სკვერები, ოთხი კარიბჭე , საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიჰყავს. დღეისთვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

„კლუბის წევრებმა ასევე მოილოცეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ყოველგვარი საძირკველის გარეშეა აგებული და რომელმაც გაუძლო 1920 წლის მიწისძვრას.  მათ ნახეს ეკლესიის გარეთ მდებარე შესაწირი ქვევრები, რომლებიც ეკლესიაში  ხალხს ღვინით სავსე მოჰქონდა, როდესაც მათი შვილები  16 წლის გახდებოდნენ. ისინი ტაძარს ღვინით სავსე ქვევრებს სწირავდნენ“,- აცხადებს  სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ბოლოს, კლუბის წევრებმა უფლისციხის ლაშქრობის შესახებ შთაბეჭდილებები დაწერეს.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203