
დმანისის მუნიციპალიტეტის ჯავახის საჯარო სკოლის 5-მა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.
დღეისთვის ჯავახის საჯარო სკოლაში 10 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელია.
სკოლა ულოცავს მასწავლებლებს კარიერულ წინსვლას და უსურვებს წარმატებებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.