გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო-შემეცნებითი მიზნით რაბათის ციხე მოინახულეს
31-10-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით რაბათის ციხეზე და მუზეუმებში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ექსკურსია საინტერესო, ხალისით და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.

უკვე რამდენიმე წელია, რაც რაბათი ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურები სიამოვნებით სტუმრობენ რაბათს და გამორჩეული ხედების წყალობით ლამაზ ფოტოებსაც იღებენ... ახალციხეში მდებარე ღირსშესანიშნაობის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII წლებში ის ჯაყელების რეზიდენციას წარმოადგენდა. 

7 ჰექტარზე გადაშლილ ციხე-სიმაგრე ერთგვარი ქალაქია ახალციხეში. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილი მუზეუმი, მეჩეთი, მედრესე (მუსლიმანური სასწავლო დაწესებიულება), IX ს-ის მართმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. 

კომპლექსს რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა და მას შემდეგ, როგორც ახალციხელები ხშირად აღნიშნავენ, ქალაქსაც ახალი სიცოცხლე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203