ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში პოეტ ნომადი ბართაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
31-10-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ნომადი ბართაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ნომადი ბართაია - ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, სადაც დაამთავრა სკოლა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი მხატვრული (პოეტური, პროზაული, ნათარგმნი) და სამეცნიერო სახის კრებული, მრავალი სამეცნიერო სტატია თუ პოპულარული ხასიათის წერილი. ნომადი ბართაია არის მარტვილის საპატიო მოქალაქე.

ღონისძიებაზე ნომადი ბართაიას შემოქმედებაზე ისაუბრეს, გაიმართა ახალი წიგნის პრეზენტაციაც.

სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლიტერატურული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგენენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, აკადემიკოსი, მწერალი, პოეტი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი ომარ გვეცაძე, პროფესორი და მწერალი გია ხოფერია, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ჰამიდ მოსტაფავი, სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203