ხოფურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და შემოქმედებითი საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
31-10-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.

მრავალფეროვანი და შემოქმედებითი საშემოდგომო ღონისძიება I-III კლასკომპლექტის პედაგოგმა გვანცა ქურასბედიანმა ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიმღერები, ლექსები, ჩანახატები, შემოდგომის ნობათთან ერთად.

„სულ ერთი თვეა გასული, რაც ქალბატონმა გვანცამ მუშაობა დაიწყო ხოფურის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად. პოზიტიური, კრეატიული და უაღრესად შემოქმედებითია მისი პედაგოგიური დასაწყისი... ხოფურის საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ გვანცას პირველ დიდ წარმატებას“, - ნათქვამია ხოფურის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203