შუაგორას საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს გაცილების საღამო მოუწყო
31-10-2019

ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლამ  7 გამორჩეულ ღვაწლმოსილ პედაგოგს გაცილების საღამო მოუწყო.

სკოლამ თაობების აღზრდისთვის ნანული ბარამიძეს, ინეზა ადეიშვილს, დარეჯან პერტაიას, ნესტან გაბუნიას, მანანა მინდელს, როდამ ლილუაშვილსა და იზა არველაძეს მადლობა გადაუხადა.

„პედაგოგები სევდით სავსე თვალებით უცქერდნენ სცენაზე სამადლობელი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით გამოსულ ყოფილ მოსწავლეებს და ცრემლებს ვერ იკავებდნენ. პედაგოგებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოადგილემ ზაირა ნიჟარაძემ და მათთვის იოსებ ნონეშვილის ლექსიც წაიკითხა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

საღამო ძალიან თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.

ღონისძიება კორპორაციული ბანკეტით დაგვირგვინდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203