
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდა.
დაჯილდოება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
„მშობლიური სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
იხილეთ ფოტოები