აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
31-10-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა აფხაზური ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს. ასევე, მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის საკონფერენციო დარბაზში გამოიფინა მოსწავლეების ნახატები თემაზე „ჩემი აფხაზეთი“; ასევე გამოიფინა კალიგრაფიული ნამუშევრები აფხაზურ ენაზე.