დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
31-10-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ვარიანში - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსა და ჩარგალში - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, მოსწავლეებს რამდენმე განსხვავებული გაკვეთილი ჩაუტარდათ ბუნებისმეტყველებაში.

მასწავლებელმა შემოდგომის თბილი დღეები საინტერესოდ დაგეგმა და მოსწავლეებს გაკვეთილი საკლასო ოთახის ნაცვლად ბუნებაში ჩაუტარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობები საინტერესო, შემეცნებითი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203