სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე სამოქალაქო განათლების კლუბი - „17“ შეიქმნა
31-10-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე სამოქალაქო განათლების კლუბი სახელწოდებით - „17“ შეიქმნა.

კლუბის დევიზია - „გადავარჩინოთ დედამიწა“.

კლუბს  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ გარაშვილი ხელმძღვანელობს

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, კლუბის მიზანია მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევისათვის მოქალაქეთა ინფორმირება, თითოეული მიზნის ფარგლებში შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და პროექტების სახით განხორციელება.

სკოლაში 16 ოქტომერს საკვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქტივობა -„ნულოვანი შიმშილობა“ განხორციელდა.

აქტივობის ფარგლებში კლუბის წევრებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მონაწილეობით საკვები პროდუქტები გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203