ბათუმის N8 საჯარო სკოლაში პროექტი -„ცოდნის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში“ განხორციელდა
31-10-2019

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში პროექტი  -„ცოდნის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში“ განხორციელდა.  სკოლის IV კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლის-ნესტან ხიბაიას ხელმძღვანელობით  სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.

ბიბლიოთეკარი, მარიამ ჭანტურია, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და ჩაებნენ დისკუსიაში.

„ბიბლოოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას”,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203