ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევისათვის ლეპტოპი გადაეცა
31-10-2019

იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დაძლევისათვის ლეპტოპი გადაეცა.

ნოუთბუქები გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 259-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203