
ბოლნისელმა მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმების ფესტივალ „თოფუზში“ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და დაჯილდოვდნენ დიპლომით - „საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი“.
დაჯილდოებულ მოსწავლეებს შორის არიან დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც: ცოტნე სელიმაშვილი (Xა კლასი) და გიორგი მუსხელიშვილი (Xბ კლასი).
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა თავის დამწყებ ანიმატორებს ულოცავს და წარმატებას უსურვებს ყველა ბოლნისელ მოსწავლეს მათთან ერთად.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - „თოფუზი - 2019“ ბათუმში მიმდინარე წლის 24-27 ოქტომბერს გაიმართა.
იხილეთ ფოტოები