ხევის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა
31-10-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლაში პროექტის - „ლიტერატურა და ხელოვნება მარადიულია ფარგლებში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მოეწყო.

ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექცია ესწრებოდა.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

დამსწრე საზოგადოება ღონისძიებით კმაყოფილი დარჩა. სკოლის დირექტორმა პროექტში მონაწილე  მოსწავლეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203