პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი როსტიაშვილი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს
31-10-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე გიორგი როსტიაშვილი „რანინას“ გამარჯვებული გახდა.

გიორგი როსტიაშვილი საბავშვო კონკურსის „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია. ის პოლონეთში, გლივიცე-სალესიაში, საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება.

„პატარა ჩაილურის საჯარო სკოლისთვის უჩვეულო არ არის ესა თუ ის წარმატება, თუმცა თითოეული მათგანი დასაფასებელია ჩვენთვის და გამორჩევაც ძნელია, მაგრამ ის, რაც ,,რანინა -ბიჭმა“ შესძინა ჩვენს წარმატებათა ისტორიას, თვალსაჩინო და სწორედაც, რომ გამორჩეულია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203