ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის 9 პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
31-10-2019

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის 9 პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა. 

კერძოდ კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ ნარგიზი აფციაურს, ქეთევან ნანდოშვილს, ნუნუ ქუსიკაშვილს, მაია ოზბეთელაშვილს, მეგი ცაკაშვილს, იზოლდა მოლაშვილს და ლია ქადაგიშვილს, ხოლო ეთერ ოთარაშვილს და მაია გოჩიტაშვილს - უფროსი მასწავლებლის.

სკოლა ულოცავს მასწავლებლებს კარიერულ წინსვლას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203