მიქელიანის საჯარო სკოლის II-IV კლასკომპლექტს მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაუტარდა
31-10-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიქელიანის საჯარო სკოლის II-IV კლასკომპლექტს მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელისაბედ მიშელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.

შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203