
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
პირველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა IVბ კლასის გუნდი „მერანი“, კაპიტანი ივერი ჭავჭანიძე იყო, კლასის დამრიგებელი კი ნინო ჯიმშელეიშვილია.
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა VIII კლასის გუნდმა - „ნიკე“. გუნდის კაპიტანი გიორგი ჩიხლაძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - მადონა გოფოძე.
მესამე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება წილად ხვდა Xბ კლასის გუნდს „მტრედები“. გუნდის კაპიტანი ჯუმბერ იობიძე იყო. კლასის ხელმძღვანელი კი თამარ მეშველიანია.
გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადაეცათ.
„ვულოცავთ გუნდებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომდევნო, რეგიონალურ ეტაპზე!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები