გორის N10 საჯარო სკოლის 6 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
31-10-2019

გორის N10 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

კერძოდ კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ თამარ ჯოლბორდს, ქეთევან სარაულს, ბელა ლურსმანაშვილს, გულიკო მირიანიძეს, ლიანა ვარდოშვილს ნინო წიკლაურს.

სკოლა ულოცავს მასწავლებლებს წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203