წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანში -„მე და საზოგადოება“ გასვლითი გაკვეთილი  ჩატარდა
31-10-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისთვის თეთრი მღვიმის ტერიტორიაზე - საგანში „მე და საზოგადოება“ გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი მასწავლებელმა მაია ქობულიამ ჩაატარა.

„მოსწავლეები ლაშქრობის სხვადასხვა სახეებს გაეცნენ. მოაწყვეს დისკუსია იმ პრინციპების შესახებ, რომელიც უნდა დავიცვათ ლაშქრობის დროს.

მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული შესაბამისი რესურსები და პლაკატები, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველას, რომ უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ გარემომცველ ბუნებას“,- ნათქვამია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203