
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ყველაზე ჭკვიანი ისტორიაში“ შიდა სასკოლო ტური გაიმართა.
თამაშში მონაწილეობა მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურის აღსაზრდელებმა, გამარჯვებული გუნდის წევრები კი ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„აღსანიშნავია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და მოტივაცია მსგავსი პროექტებისადმი, რისთვისაც მადლობა თითოეული სკოლის აღსაზრდელს“, - ნათქვამია მუხურის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები