„შემოდგომა ჩემს სოფელში“- ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ
31-10-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, პროექტის - შემოდგომა ჩემს სოფელში ფარგლებში ლაშქრობაზე ბუნებაში იმყოფებოდნენ.

კლასს პედაგოგი ნანა ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა დაკრიფეს ხილი, შეაგროვეს ფერადი ფოთლები,  დაათვალიერეს სხვადასხვა სახის სოკოები.

მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ შემოდგომა განსაკუთრებული დროა, რადგან ის ხვავთან, ბარაქასთან და სიმდიდრესთან ასოცირდება.

მოსწავლეებს ბუნებაში გასეირნება ძალიან მოეწონათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203