ახალციხის N4 საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობაში ჩართულმა მოსწავლეებმა პლაკატი - „მათემატიკური მოქმედებები“ შექმნეს
31-10-2019

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობის რიგით მე-3 შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა იყო ,,მოქმედებების შესრულება“. მოსწავლეები პედაგოგმა ორ  ჯგუფად დაყო - ერთი ჯგუფი დაკომპლექტებული იყო II-III კლასის მოსწავლეებით,  ხოლო მეორე - IV –Vკლასის  მოსწავლეებით.  

წრის ხელმძღვანელის თქმით, დავალებების მიცემის დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა  ასაკობრივი შესაძლებლობებიც.  

„ბავშვები  მუშაობდნენ ჯგუფში, ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ინაწილებდნენ დავალებებს და  პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს.  ამ დავალებებს ძალიან ხალისით ასრულებდნენ და გამოხატავდნენ  ემოციას, წარმატების შემთხვევაში. სამუშაოს ბოლოს  შექმნეს პლაკატი - „მათემატიკური მოქმედებები“. ვფიქრობ, რომ დაგეგმილი აქტივეობები ძალიან საინტერესო გამოდგა მოსწავლეებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203