ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს
30-10-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს. 

შეჯიბრზე გეზრბენში ვაჟების გუნდმა შარშანდელი გამარჯვებულების შედეგი გაიმეორა და მუნიციპალიტეტის სკოლათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. მათი მასწავლებლები - ალუდა ხაბულიანი და თომა კალანდაძე ამაყობენ მოსწავლეებით.

„სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და იმედოვნებს, რომ რეგიონულ შეჯიბრებაზეც გაგვახარებენ”,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...