სულორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
30-10-2019

ვანის მუნიციპალიტეტის სულორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა მათემატიკის მასწავლებელმა დოდო ჩახუნაშვილმა. წამყვანი მასწავლებელი კი გახდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ღლონტი.

სკოლა ულოცავს მასწავლებლებს წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203