ახალციხის N4 საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს
30-10-2019

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში, დიანა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ენის  საწრეო მუშაობის მე-5 შეხვედრა ჩატარდა. თემა იყო „სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება“.

საწრეო მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ პედაგოგმა აუხსნა, რომ სწორი სუნთქვა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

„სუნთქვითი ვარჯიშები ერთ-ერთი აუცილებელი  ნაწილია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუ ვსუნთქავთ სწორად, ე.ი. გამართულ საუბარსაც ვახერხებთ. შევასრულეთ სხვადასხვა დავალებები სწორი სუნთქვის გამოყენებით.

აქტივობების შესრულებას მოსწავლეები დიდ მონდომებით და ენერგიით შეუდგნენ. ვარჯიშები ჩატარდა განიავებულ საკლასო ოთახში.  თითო ვარჯიში სრულდებოდა 4-5-ჯერ და შემდგომ ვახდენდით განტვირთვას“,- აცხადებს წრის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203