სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვანო სარაჯიშვილის მუზეუმს ესტუმრნენ
30-10-2019
სიღნაღის საჯარო სკოლის მასწავლებლების -  დიანა სიფრაშვილისა და მაკა ხელაშვილის ორგანიზებით, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი სახის ღონისძიება ვანო სარაჯიშვილის მუზეუმში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს, ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებისა და სიღნაღის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაეცნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები დაინტერესდნენ და გახალისდნენ უნიკალური ჩანაწერების მოსმენით.

„პირველი-მეორე კლასის სახელით მადლობას ვუხდით მუზეუმის თანამშრომლებს მასპინძლობისა და საინტერესოდ გატარებული დღისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...