საპრასიის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვება მოიპოვეს
30-10-2019

„ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში“ სპორტული შეჯიბრებები გაიმართა, რომელშიც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვირეულის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს შოთა ხურციძის სახელობის საპრასიის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

შეჯიბრში 6 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება საპრასიის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს. მათ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 150-150 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

მოსწავლეებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირმა ცხვარაძემ მიულოცა გამარჯვება და მედლები და სიგელები გადასცა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მონაწილეები მაისურებითა და დიპლომებით დაასაჩუქრა.

მიღწეული წარმატებისათვის სიგელი გადაეცა საპრასიის საჯარო სკოლის მასწავლებელს, მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელს ედუარდ ხურციძეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...