წნორის N3 საჯარო სკოლას უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ესტუმრნენ
30-10-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლას საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები სკოლის მეთორმეტეკლასელებს გაესაუბრნენ. მათ სკოლას სერტიფიკატი და მადლობის წერილი გადასცეს იმისთვის, რომ სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულმა, ანა მჭედლიშვილმა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა  და  საქართველოს უნივერსიტეტში დაფინანსებით ჩაირიცხა.

საქართველოს უნივერსიტეტი სკოლას წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...