წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში „სამკითხველო ოთახი“ გაიხსნა
30-10-2019

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირებისთვის, „სკოლის სამკითხველო ოთახი“ გაიხსნა.

„სკოლის სამკითხველო ოთახმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“-ს მიერ საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ფუნქციონირება.

ამ დღესთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტერ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“-ს წარმომადგენლები და სხვა პირები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...