ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-10-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

ინტელექტუალურ თამაშში III, IV, V  და VI კლასის მოსწავლეებისგან შედგენილი ოთხი გუნდი მონაწილეობდა.

გუნდებს - „მერხცლები“, „მზე“ , „ჭიამაია“ და „ცისარტყელა“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სალომე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა და კურირებდა.

„კონკურსი საინტერესოდ წარიმართა, იყო ემოციები, რადგან მოსწავლეებს ყოველი სწორი პასუხი ახარებდა და დიდ ემოციებს ჰგვირდა. აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვეს  VI კლასის მოსწავლეებმა სახელად „მზე“. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, სხვა დროსაც ჩატარდეს მსგავსი კონკურსი როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური”,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...