დმანისის მუნიციპალიტეტში მეცნიერისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის - ჯუმბერ კოპალიანის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოს დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეებიც.
ჯუმბერ კოპალიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო საინტერესო იყო როგორც ღონისძიებაში მონაწილე პირებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
„დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები ბატონ ჯუმბერს ვუსურვებთ ძალიან დიდხანს ჯანმრთელად ყოფნას და დიდხანს სიცოცხლეს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.