ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 8 მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
30-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 8 მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
ნატალია შოთაძესა და მანანა ლემსაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ; ხათუნა უსტიაშვილს, ნაირა ყურშუბაძეს, დოდო ბერიძეს, მერი ფერსელიძეს, ირა შაქარიშვილსა და ომარ გოგიტიძეს კი - უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
სკოლა ულოცავს მასწავლებლებს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.