მუქედის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბუნების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
30-10-2019

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბუნების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ჯგუფში სამი მოსწავლეა, თუმცა სამივე აქტიური, ისინი ყოველთვის ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში, ინტენსიურად ატარებენ ცდებს და იღებენ ცოდნას ჩართულობითა და დაკვირვებებით.

გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.

„მასწავლებელი ნუნუ სიმონია, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი აქტიური მასწავლებელია“,-ნათქვამია მუქედის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...