დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
30-10-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის  4 მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერიფარგლებში, ლეპტოპებით დაჯილდოვდა.

სკოლის ინფორმაციით, წარჩინებული მოსწავლეები არიან: ცოტნე სელიმაშვილი, თამარ ჯაყელი, სალომე აბულაძე და ანი თეთრაძე.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...