ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
30-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „სიტყვის ძალა“ გაიმარჯვა.
გორის მუნიციპალიტეტის კუტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „სიტყვის ძალა“ ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანი ჩადუნელი (კაპიტანი), დავით ხვედიანელი, ომარ ხვედიანელი, ნინო ხვედელიძე და ლუკა პაპელიშვილი მონაწილეობდნენ.
თამაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. ვარიანის სკოლის გუნდი გამარჯვებულად გამოვლინდა. გამარჯვებულებს გორის მერიისაგან საჩუქრად 300 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.