მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 54 წარჩინებულ მოსწავლეთა შორის, პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდნენ დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - სალომე ჭურჭელაური, დაჩი ზვიადაური და პეტრე ბაგაშვილი.
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
ახალგაზრდებს კომპიუტერები გადასცა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.