ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ
30-10-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, პროექტ ცოცხალი წიგნის ფარგლებში, თანამედროვე ქართული მწერლობის  პრეზენტაცია გაიმართა.

ჯავახ მკითხველებს (რომლის ძირითად ნაწილს სკოლის მაღალი კლასის მოწავლეები წარმოადგენდნენ), ხუთმა მწერალმა უმასპინძლა. ესენი იყვნენ: შორენა ლებანიძე - პროზაიკოს-დოკუმენტალისტი; გიორგი კაკაბაძე - პროზაიკოს-დოკუმენტალისტი, ლიტერატორი; ცირა ყურაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი; მიხო მოსულიშვილი - პროზაიკოსი, მთარგმნელი; შოთა იათაშვილი - პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალ „ახალი საუნჯის“ რედაქტორი.

მისასალმებელ სიტყვაში სკოლის დირექტორმა, თამარ ოძელაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწერალს თვალებში უყურებს ბავშვი და მას ისე უსმენს. მისი თქმით, მიწვეულ მწერლებს პირადად უნდა იცნობდნენ სკოლის მოსწავლეები და მკითხველები.

„მათი შემოქმედება, კარგა ხანია, ლიტერატურის მოყვარულთა თუ პროფესიონალ შემფასებელთა ინტერესს იმსახურებს. ისინი ძალზე საინტერესო ადამიანები არიან, მდიდარი სულიერი სამყაროთი, მაღალი ადამიანური ფასეულობების მატარებელნი, მებრძოლი მოქალაქეები, რომელთაც  შესწევთ ძალა  და უნარი,  ამ რთულ, დაუცველ, რუტინულ ყოფაში, შეძლონ და არა მხოლოდ საკუთარ თავში გადაარჩინონ შემოქმედი,  არამედ სხვა ადამიანებში, მოყვასში აღძრან უმთავრესი ღირებულებებისადმი უღალატობის  მოსაფრთხილებელი დამოკიდებულებები“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

საღამომ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სტუმრებზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...