
გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაღალი შედეგები აჩვენეს და სახელმწიფოსგან სწავლის 100% დაფინანსება მიიღეს.
მოსწავლეები: სალომე ლაზარიაშვილი; მარიამ ქოქიაშვილი და ანი მანგოშვილი სახელმწიფომ სრულად დააფინანსა, ხოლო 70% გრანტი აიღო თიკო უსუფაშვილმა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქვემო ბოდბის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეებით, ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.