ბორის საჯარო სკოლა VIII და IX კლასების მოსწავლეებს „ეტალონის“ ათეულში მოხვედრას ულოცავს
30-10-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლა VIII კლასის მოსწავლეს თამთა პავლაძესა და IX კლასის მოსწავლეს გიგა ბერაძეს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ათეულში მოხვედრას ულოცავს.

ხარაგაულმა „ეტალონი მოსწავლე“ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გამოავლინა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203