საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლაში მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს მასწავლებელი მზია ნაბიჯაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „მართი, ბლაგვი, მახვილი, გაშლილი, მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები“.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის იყო კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.
იხილეთ ფოტოები