ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემებზე - „გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“ და „მცენარე - სიცოცხლის საწინდარია“ ღონისძიება ჩაატარეს
30-10-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ქიაჩის“ წევრებმა თემებზე -„გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“ და „მცენარე - სიცოცხლის საწინდარია“ საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საგზაო წესებისა და გარემოსდაცვით თემაზე პლაკატები დაამზადეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.