ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ყვითელი ფოთლები“ ჩატარდა
30-10-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ყვითელი ფოთლები“ ჩატარდა.  

სკოლამ ღონისძიებაზე დაწყებითი კლასების ის პენსიონერი პედაგოგი მიიწვია, რომელმაც საპენსიო ჯილდოზე თანხმობა განაცხადა და სკოლიდან წავიდა.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„შემოდგომის ზეიმზე მოვიწვიეთ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნელი მაზიაშვილი, რომელმაც მიიღო საპენსიო ჯილდო და დატოვა სკოლა. მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად, საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებით გაალამაზეს.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და კიდევ ერთი სამახოვრო დღე აჩუქეს ჩვენს მცირეკონტიგენტიან სკოლას“,- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...