ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში მუსიკის წრე ფუნქციონირებს.
წრეს პედაგოგი ნანული სოლომონიძე ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველმა საწრეო შეხვედრამ ხალისიანად და მხიარულად ჩაიარა. მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართეს.
„1-ელ -მე- 3 კლასთან ჩავატარე პირველი საწრეო მეცადინეობა მუსიკაში. მეგობრული გარემოს შექმნისა და მომავალი საქმიანობისადმი ინტერესის აღძვრის მიზნით გავმართეთ კონცერტი“,- აღნიშნავს პედაგოგი.